"მილანი" დროგბას იჯარით აყვანას ეცდება

AutoSharing Option
"მილანს" ლონდონის "ჩელსის" ვეტერანი ფორვარდის დიდიე დროგბას იჯარით აყვანა სურს.

"როსონერის" წარმომადგენლები აფრიკელის თაობაზე "ჩელსის" უკვე დაუკავშირდნენ. დროგბა "მილანში" იმავე ხელფასს მიიღებს, რამდენსაც "ჩელსიში" ღებულობს.

დროგბას მიწვევა ანტონიო კასანოს ტრავმითაა გამოწვეული. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა გულის ოპერაცია გადაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის კოტდიუვარელს რუსული "ანჟიც" ეპატიჟება. მახაჩყალური კლუბი მზადაა ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი გირვანქა გადაუხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული