ხვალ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს ფლორენციაში "ფიორენტინასთან" დაპირისპირება ელით, მომავალ კვირაში კი მილანში "ბარსელონას" გაეჯიბრებიან.
"როგორი საჩუქარი გამეხარდებოდა საშობაოდ? ორი პირველი ადგილი - სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში. საამისოდ ჩვენ "ფიორენტინასაც" უნდა მოვუგოთ და "ბარსელონასაც". ამ გუნდების დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, "მილანს" მოგება ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი", - განაცხადა რობინიომ.
მომზადებულია Il Corriere dello Sport-ის მიხედვით