"ჩვენ კარგად ვითამაშეთ და საგოლე მომენტებიც საკმაოდ გვქონდა. ზეედორფმა მეტოქის კარის აღებაც შეძლო, მაგრამ არბიტრმა რატომღაც არ ჩათვალა გოლი, რომლის მიზეზი ალბათ მხოლოდ თავად იცის.
შედეგით იმედგაცრუებული ვარ. შესვენების შემდეგ "ფიორენტინა" გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიდა, მაგრამ უპირატესობას მაინც ჩვენ ვფლობდით. მოწინააღმდეგის მეკარემ ორი მნიშვნელოვანი ბურთი აიღო.
ძალიან მომეწონა ალეშანდრო პატოს თამაში. ის შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე 25 წუთის განმავლობაში მშვენივრად ირჯებოდა. ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, თუმცა "ფიორენტინას" კარში გოლის
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით