"ინტერის" გულშემატკივრებისთვის ერთი ცუდი ამბავი გვაქვს, ვესლი სნეიდერმა ტრავმა მიიღო და დაახლოებით 20 დღით ჩამოშორდა ფეხბურთს. მის არყოფნაში გამთამაშებლის პოზიციაზე ფელიპე კოუტინიო გაისარჯა და საკმაოდ კარგი
მართალია, სტუმრებმა ბოლო წუთებზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად არც დრო ეყოთ და არც ოსტატობა. ვერ ვიტყვით, რომ "ინტერმა" ციდან ვარსკვლავები მოწყვიტა, მაგრამ მთლიანობაში დამსახურებულად გაიმარჯვა.
შაბათსვე, "მილანი" "ფიორენტინას" სტუმრობდა, სადაც ბოლო წლებში გამარჯვებებს დაეჩვია. მთელი შეხვედრა სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია - საბოლოოდ ფრე, 0:0. მილანელებმა არაერთი მომენტი შექმნეს არტურ ბორუცის კართან, მაგრამ ხან კიპერი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც სტუმართა შემტევები სცოდავდნენ. ერთხელ მილანელებმა გოლიც გაიტანეს, კლარენს ზეედორფმა წესების სრული დაცვით გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
მეორე ტაიმში, მოედანზე ალეშანდრე პატო გამოჩნდა და კიდევ უფრო გაამწვავა სტუმართა იერიშები, ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი სწორედ მან შექმნა, როდესაც ერთ მეურვეს შესანიშნავად აუარა გვერდი, დაარტყა და ბორუცის მიერ მოგერიებული ბურთი ძელმა აისხლიტა - ამით, ეპიზოდი არ დასრულებულა, ბურთთან ისევ მილანელი მივიდა, უზუსტესი გადაცემით ურბი ემანუელსონი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მის მცდელობასაც ბორუცი აღუდგა წინ.
მართალია, მილანელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, წესების სრული დაცვით გატანილი გოლი გაუუქმეს, მაგრამ მთლიანობაში, ლომბარდიელების თამაში მაინც უკეთესის სურვილს ტოვებდა. "მილანის" ფეხბურთელები აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ნელ ტემპში ხდებოდა, რომ ფლორენციელი მცველები ყოველთვის ასწრებდნენ კონტრეაგირებას. მატჩის ბოლოს, მასიმილიანო ალეგრი იმედგაცრუებული გახლდათ:
"მთელი შეხვედრის განმავლობაში ვჯობდით მექტოქეს და ალბათ უნდა მოგვეგო კიდეც, მაგრამ ბურთი არაფრის დიდებით არ შევარდა მეტოქის კარის ჩარჩოში. პრინციპში, ერთხელ შევარდა კიდეც, მაგრამ არბიტრებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს. რა გაეწყობა, უნდა შევურიგდეთ არსებულ ვითარებას და მომავალ პაექრობაზე ვიფიქროთ. მახარებს ალეშანდრე პატოს გამოჯანმრთელება, ბოლო 25 წუთი ითამაშა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. არც სხვების მიმართ მაქვს სასაყვედურო, რადგან თავი არავის დაუზოგავს".
კიდევ ერთი 0:0 "სტადიო სან პაოლოზე" დაფიქსირდა, სადაც ძირითადი შემადგენლობით მოასპარეზე "ნაპოლიმ" "ლაციოს" ვერაფერი დააკლო. სამხრეთელთა ოპტიმალურ შემადგენლობაზე იმად გავამახვილეთ ყურადღება, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობებია და ივარაუდეს, რომ ვალტერ მაძარი წამყვან მოთამაშეებს "მანჩესტერ სიტისთვის" შეინახავდა. ყველაფერი პირიქით მოხდა, ედინსონ კავანიც სასტარტოში იყო, მარეკ ჰამშიკიც და ესეკილ ლავეციც, თუმცა იმ დღეს რომაელთა კარს აღება არ ეწერა. ფანტასტიკურად ითამაშა "ლაციალეს" კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ, მატჩის შემდეგ კი დედაქალაქელთა მთავარ მწვრთნელ, ედი რეიას შემდეგი სიტყვები აღმოხდა:
"რა მეთქმის, იმედი მაქვს, ჩეზარე პრანდელიმ ამ თამაშს უყურა და ნახა, როგორ ითამაშა მარკეტიმ. ჩემი აზრით, ეს ბიჭი იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას. რაც შეეხება მთლიანად შეხვედრას, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაც სრულიად ლოგიკური გახლდათ. "ნაპოლი" ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და საკუთარ მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტია - გამომდინარე აქედან, შედეგი დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია".
ვალტერ მაძარიმ ბედს შესჩივლა, ძირითადად ჩვენ ვუტევდით, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქციაო - ნეაპოლელთა მწვრთნელის სიტყვები სიმართლესთან ახლოს არის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეკარეც გუნდის შემადგენელი ნაწილია და თუ კი ის თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს, მისი გუნდიც დამსახურებულად იღებს ქულებს, ამ შემთხვევაში კი ქულას. მით უმეტეს, "ლაციოს" მთავარი დამრტყმელი ძალის, მიროსლავ კლოზეს გარეშე უწევდა ფონს გასვლა. მოკლედ, "ბიანკოჩელესტეს" მისამართით კარგის მეტი არაფერი გვეთქმის, ეს გუნდი იმსახურებს ცხრილის სათავეში ყოფნას "იუვენტუსთან" ერთად.
სიტყვამ მოიტანა და დროა ტურინში გადავინაცვლოთ, სადაც "პალერმომ" მორიგი უსუსური გასვლითი მატჩი ჩაატარა და სამი ქულა პრაქტიკულად უბრძოლველად დაუთმო მეტოქეს. მასპინძლებმა სამი უპასუხო ბურთი მიართვეს სიცილიელებს და ტრიბუნებზე შეკრებილი
40 000-მდე გულშემატკივარი აღტაცებაში მოიყვანეს. ტურინელთა გოლები ერთობ ეფექტური გამოვიდა: პირველი საგოლე იერიში მარცხენა ფრთიდან განვითარდა, ჩაწოდებას სიმონე პეპეს უზუსტესი თავური მოჰყვა, 1:0; მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ალესანდრო მატრი მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და გამოზომილი დარტყმით ბურთი ცორვასის კარის ბადეში გაახვია, 2:0; მესამე გოლი კიდევ უფრო ეფექტური გამოვიდა, მარცხენა ფრთიდან გაკეთებული დაბალი გადაცემის შემდეგ, მატრიმ ოსტატურად გაატარა ბურთი და კლაუდიო მარკიზიო გაწამებულ კიპერს პირისპირ შეჰყარა, მისი დარტყმა კი უზადო გამოდგა, 3:0.
მატჩის შემდეგ, ანტონიო კონტემ მადლობა გადაუხადა შეგირდებს კარგი თამაშისთვის და დასძინა: "სატურნირო ცხრილს მაშინ ჩავხედავ, როდესაც სერია A-ს ყველა გუნდთან ნათამაშები გვექნება. დიახ, როდესაც ეკვატორს გადავლახავთ, ერთი კარგად ჩავუჯდები ცხრილს და ვნახავ, ვინ სად იქნება. თუ "იუვენტუსი" პირველ ადგილზე აღმოვაჩინე, ვიტყვი, რომ სეზონის პირველი ნაწილის გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ. უკვე პირველზე ვართ? - ე.ი. გეგმას გადაჭარბებით ვასრულებთ".
იტალია. სერია A. XII ტური
ინტერი-კალიარი 2:1
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - ჯონათანი (87. ფარაონი), რანოკია, სამუელი, ძანეტი - სტანკოვიჩი, კამბიასო, მოტა - კოუტინიო (68. ობი) - სარატე (46. ალვარესი), პაცინი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ბიონდინი (80. რუი სამპაიო), კონტი, ნაინგოლანი - ეკდალი (62. იბარბო) - რიბეირო, ნენე (59. ლარივეი).
გოლები: 1:0 მოტა (54), 2:0 კოუტინიო (60), 2:1 ლარივეი (89).
გაფრთხილება: ალვარესი - პიზანო, კონტი.
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 14(8)-5(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 56 000
ფიორენტინა-მილანი 0:0
ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, ნასტასიჩი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო, მუნარი (63. ხარჯა) - ლაძარი - ჯილარდინო, ჩერჩი (46. სილვა).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ამბროზინი, ნოჩერინო, აკვილანი - ზეედორფი (72. ემანუელსონი) - რობინიო (70. პატო), იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: ბეჰრამი - აკვილანი.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 5(0)-10(2); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 35 000
ნაპოლი-ლაციო 0:0
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კანავარო, კამპანიარო, არონიკა - ინლერი, დოსენა (74. პანდევი), ჯემაილი (58. გარგანო), მაჯო - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.
ლაციო (4-3-2-1): მარკეტი - კონკო (56. სკალონი), დიაკიტე, სტანკევიჩუსი, რადუ - ლულიჩი, ბროკი, ლედესმა - სკული (83. გონსალესი), ერნანესი - სისე.
გაფრთხილება: სტანკევიჩუსი, რადუ, სისე (ლაციო).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-6; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11(3)-4(1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 48 000
ბოლონია-ჩეზენა 0:1
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი, ანტონსონი, პორტანოვა, მორლეო - პერესი (55. პულცეტი), მუდინგაი, კონე - აკვაფრესკა (63. ხიმენესი), რამირესი - დი ვაიო (78. დიამანტი).
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, ლაურო (78. როსი), როდრიგესი - გუანა, ჩეკარელი, მარტინიო (60. კანდრევა), პაროლო - მალონგა (78. ბოგდანი), მუტუ.
გოლი: 0:1 პაროლო (83).
გაფრთხილება: რაჯი, პერესი, მუდინგაი - ფონ ბერგენი, ლაურო, ჩეკარელი, როსი.
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 12(5)-11(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 24 000
კატანია-კიევო 1:2
კატანია (4-4-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე, პოტენცა (77. ბიაჯანტი) - ალმირონი, ლოდი, რიკიუტი (61. მაქსი ლოპესი), მარკეზე - ბერგესიო, გომესი (77. კატელანი).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი (58. ცეზარი), მანდელი, იოკიჩი - ბრედლი, რიგონი, ლუჩანო (81. აჩერბი) - სამარკო - პელისიერი, თერეუ (61. მოსკარდელი).
გოლები: 0:1 პელისიერი (45-პენ.), 0:2 სამარკო (72), 1:2 ალმირონი (78).
გაფრთხილება: სპოლი, ალმირონი - ლუჩანო, მანდელი.
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10(5)-6(2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 14 000
ჯენოა-ნოვარა 1:0
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მესტო, გრანკვისტი, მორეტი, ანტონელი - როსი, კონსტანტი (46. დაინელი), ველოზო, მერკელი (64. ხორკერა) - პალასიო, კარაჩოლო (75. პრატო).
ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა - მორგანელა, დელაფიორე, ჩენტურიონი, ჯემიტი - მარიანინი (87. გრანოჩე), რადოვანოვიჩი (90. ჯორჯი), რიგონი - მაძარანი (59. პინარდი) - რუბინო, მეჯორინი.
გოლი: 1:0 ველოზო (86).
გაფრთხილება: მორეტი, კონსტანტი, პალასიო - მორგანელა, ჩენტურიონი, რუბინო.
გაძევება: ანტონელი (43) - მეჯორინი (81).
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12(4)-8(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 26 000
იუვენტუსი-პალერმო 3:0
იუვენტუსი (4-3-2-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, მარკიზიო (78. პაციენცა), ვიდალი - პეპე, ვუჩინიჩი (68. კვალიარელა) - მატრი (81. დელ პიერო).
პალერმო (4-3-2-1): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, ჩეტო (60. დელა როკა), ბალცარეტი - მილიაჩო, ბაჩინოვიჩი, ბერტოლო (46. ზაჰავი) - ბარეტო, ილიჩიჩი - მიკოლი.
გოლები: 1:0 პეპე (20), 2:0 მატრი (48), 3:0 მარკიზიო (65).
გაფრთხილება: პიზანო, ბალცარეტი (პალერმო).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12(4)-6(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 39 000
პარმა-უდინეზე 2:0
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი (77. რუბინი) - ბიაბიანი, მორონე, გალოპა, ვალიანი - ჯოვინკო (85. ვალდესი) - პელე (71. სანტაკროჩე).
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ისლა (65. ტორჯე), ასამოა (83. ბატოკიო), არმერო - დი ნატალე, ფლორო ფლორესი.
გოლები: 1:0 ბიაბიანი (58), 2:0 ჯოვინკო (76-პენ.).
გაფრთხილება: ვალიანი, პელე - ბენეტია.
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(4)-10(4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 15 000
სიენა-ატალანტა 2:2
სიენა (4-4-2): პეგოლო - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო (80. ანჯელო) - მანინი (72. გონსალესი), გაცი, დაგოსტინო, ბრიენცა - ლარონდო (59. რეჯინალდო), დესტრო.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი (85. ფერი), კაპელი (41. მანფრედინი), ლუკინი, პელუზო - კარმონა, პადოინი, შელოტო, ბონავენტურა (67. მინოტი) - მორალესი - დენისი.
გოლები: 0:1 დენისი (15-პენ.), 1:1 დაგოსტინო (44-პენ.), 1:2 დენისი (53), 2:2 გაცი (87).
გაფრთხილება: როსეტინი, დაგოსტინო, დესტრო - ლუკინი, პელუზო.
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13(9)-4(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 11 000
რომა-ლეჩე 2:1
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - კიაერი, ჰაინცე, როზი (80. პეროტა), ტადეი - გაგო, დე როსი, პიანიჩი (71. გრეკო) - ლამელა - ბოიანი (66. ტოტი), ოსვალდო.
ლეჩე (4-2-3-1): ჟულიო სერჟიო - ოდო, კაროციერი (38. ბრივიო), ესპოზიტო, ტომოვიჩი - შტრასერი, კუადრადო - გროსმიულერი (77. პასკუატო), ოლივერა (66. ობოდო), ბერტოლაჩი - კორვია.
გოლები: 1:0 პიანიჩი (24), 2:0 გაგო (53), 2:1 ბერტოლაჩი (60).
გაფრთხილება: გაგო - შტრასერი.
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12(6)-8(2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 36 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 10 6 4 0 18-7 22
2. ლაციო 11 6 4 1 16-8 22
3. მილანი 11 6 3 2 23-14 21
4. უდინეზე 10 6 3 1 13-4 21
5. რომა 11 5 2 4 15-12 17
6. პალერმო 11 5 1 5 14-15 16
7. ნაპოლი 10 4 3 3 13-7 15
8. ჯენოა 10 4 3 3 14-12 15
9. კიევო 11 4 3 4 10-12 15
10. პარმა 11 5 0 6 14-18 15
11. სიენა 11 3 5 3 14-10 14
12. კატანია 11 3 5 3 13-18 14
13. ატალანტა 11 5 4 2 15-14 13
14. ფიორენტინა 11 3 4 4 10-9 13
15. კალიარი 11 3 4 4 10-12 13
16. ინტერი 10 3 2 5 13-17 11
17. ბოლონია 11 3 1 7 9-17 10
18. ლეჩე 11 2 2 7 9-18 8
19. ნოვარა 11 1 4 6 12-20 7
20. ჩეზენა 11 1 3 7 4-13 6
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
9 - დენისი (ატალანტა); 8 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - ჯოვინკო (პარმა); 6 - კლოზე (ლაციო).
მომდევნო ტური
25 ნოემბერი: უდინეზე-რომა; 26 ნოემბერი: ნოვარა-პარმა, ლეჩე-კატანია, ლაციო-იუვენტუსი; 27 ნოემბერი: პალერმო-ფიორენტინა, სიენა-ინტერი, ატალანტა-ნაპოლი, კალიარი-ბოლონია, ჩეზენა-ჯენოა, მილანი-კიევო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"