"ინტერის" სატურნირო ცხრილის ფსკერზე ხილვა უცნაურია. გუნდის გასამართლებლად ის შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო. არ მგონია, რომ ჩემი ყოფილი გუნდი მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოიგებს, მაგრამ მოთამაშეები ვალდებულნი არიან, წინ წაიწიონ და ჩემპიონთა ლიგაში იბრძოლონ.
ვინ გახდება ჩემპიონი? ამ დროისთვის სხვებზე უკეთესად "იუვენტუსი" და "მილანი" გამოიყურებიან. მაგრამ არც რომაული გუნდების დავიწყება შეიძლება", - თქვა მანჩინიმ.