"რა თქმა უნდა, სათადარიგოთა სკამზე თავს ცუდად ვგრძნობ, მე ხომ თამაში მსურს და შემიძლია კიდეც. მაგრამ, როდესაც მოედანზე გამოვდივარ, როგორც ჩემი პარტნიორები აღნიშნავენ, მაინც მათ კაპიტნად ვრჩები".
დელ პიერომ "ბებერი ქალბატონის" "პალერმოსთან" დამაჯერებელ გამარჯვებაზეც ისაუბრა.
"ნაკრების თამაშებით გამოწვეული შესვენება წაგვადგა და ეს გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა. თუმცა წინ გრძელი გზა გვაქვს, ამიტომ მიღწეულზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ".