დელ პიეროს სათადარიგოს როლი არ აწყობს

AutoSharing Option
ალესანდრო დელ პიეროს ახარებს ის თამაში, რომელსაც მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" აჩვენებს, მაგრამ ამავე დროს, სათადარიგო ფეხბურთელის როლი არ აკმაყოფილებს.

"რა თქმა უნდა, სათადარიგოთა სკამზე თავს ცუდად ვგრძნობ, მე ხომ თამაში მსურს და შემიძლია კიდეც. მაგრამ, როდესაც მოედანზე გამოვდივარ, როგორც ჩემი პარტნიორები აღნიშნავენ, მაინც მათ კაპიტნად ვრჩები".

დელ პიერომ "ბებერი ქალბატონის" "პალერმოსთან" დამაჯერებელ გამარჯვებაზეც ისაუბრა.

"ნაკრების თამაშებით გამოწვეული შესვენება წაგვადგა და ეს გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა. თუმცა წინ გრძელი გზა გვაქვს, ამიტომ მიღწეულზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული