"დღევანდელი "ბარსელონა" მაოცებს. ამ გუნდმა ფეხბურთის ჭეშმარიტი ესთეტების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.
პირადად ჩემთვის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამი კლუბია, რომლებმაც ფეხბურთის თაყვანისმცემლებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ეს იოჰან კრუიფის "აიაქსი", ჩემი "მილანი" და დღევანდელი "ბარსელონაა", - განაცხადა საკიმ.