საკიმ კრუიფის "აიაქსი", თავისი "მილანი" და დღევანდელი "ბარსელონა" გამოარჩია

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა თავკაცმა არიგო საკიმ დიდ გუნდებზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა სამი კლუბი დაასახელა, რომლებმაც მისი აზრით, ფეხბურთის მოყვარულებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

"დღევანდელი "ბარსელონა" მაოცებს. ამ გუნდმა ფეხბურთის ჭეშმარიტი ესთეტების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

პირადად ჩემთვის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამი კლუბია, რომლებმაც ფეხბურთის თაყვანისმცემლებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ეს იოჰან კრუიფის "აიაქსი", ჩემი "მილანი" და დღევანდელი "ბარსელონაა", - განაცხადა საკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული