ტურინული კლუბი მზად არის 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ფიორენტინას" რამდენიმე მოთამაშე დაუთმოს და სწორედ ამიტომ, ფლორენციელები "ბებერი ქალბატონის" წინადადებისკენ უფრო იხრება, ვიდრე მონტოლივოს პირდაპირ "მილანში" გაყიდვის ვარიანტისკენ.
შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინას" ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება, რომლის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.
მიმდინარე სეზონში რიკარდო მონტოლივომ იტალიის ჩემპიონტაში 10 შეხვედრა ჩაატარა.
მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით