იებს ბროკი არ უნდათ

AutoSharing Option
ერთი ხანობა აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ "ლაციოს" ნახევარმცველი კრისტიან ბროკი "ფიორენტინაში" აპირებდა გადაბარგებას.

35 წლის შუახაზელი იშვიათად ხვდება “ბიანკოჩელესტეს” ძირითად შემადგენლობაში და როგორც ამბობენ, დედაქალაქიდან აბარგების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თუმცა, გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, გარიგება არ შედგება და მეტიც, ფლორენციელებს არც ჰქონიათ არანაირი ინტერესი ბროკის მიმართ. აი, რას ამბობს "ვიოლას" სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო:

"ბროკი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მის გადაბირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. კრისტიანი საყრდენი ნახევარმცველია, ჩვენ კი მცველის და გარემარბის დამატება გვსურს. უკვე მონიშნული გვაქვს რამდენიმე ფეხბურთელის
გვარი, რომელთა გადაბირებასაც ზამთარში შევეცდებით, თუმცა მათ შორის ბროკი ნამდვილად არ ფიგურირებს. სატრანსფერო გეგმებზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა მთავარი უკვე გავთქვი: მცველი და გარემარბი უნდა დავიმატოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული