რეიას ლედესმა და მაური არ ეთმობა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში ერთი ამბავია ატეხილი - დიდია შანსი, სტეფანო მაურიმ და კრისტიან ლედესმამ "ლაციო" დატოვონ.

ორივეს მიმართ არაერთი ევროპული გუნდი იჩენს ინტერესს და თუ მართლაც მოისურვებენ რომის დატოვებას, ახალი სამსახურის მოძებნა ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

ლედესმას ინგლისში ექაჩებიან აქტიურად, მაურის მიმართ კი თვით "მილანი" იჩენს ინტერსს. მოკლედ, "ლაციალებზე" ტაციაობაა და საინტერესოა, რა პოზიცია უკავია "ბიანკოჩელესტეს" მთავარ მწვრთნელს. მოვუსმინოთ ედუარდო რეიას:

"მაური და ლედესმა "ლაციოს" ფეხბურთელები არიან და სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მახარებს. ორივე კვალიფიციური მოთამაშეა და გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა
შეუძლიათ. სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიებს ვერავის მივცემ, რადგან ჩვენ "ლაციოზე" ვსაუბრობთ. თუ ეს პრობლემა უდგას ვინმეს, შეუძლია წავიდეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე არავისთან არ მსურს განშორება.

თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ჩემს განკარგულებაშია, გუნდისთვის საჭიროა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული