კასანო "მილანის" საწვრთნელ ბაზას ესტუმრა, თანაგუნდელებს გაესაუბრა და შემდეგ "მილანელოს" ერთ-ერთ მოედანს რამდენიმე წრეც დაარტყა. დიახ, წაივარჯიშა კიდეც, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
"სირბილი რა თქმა უნდა შემიძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალე მოედანზე გასვლას შევძლებ. ჩემთვის დატვირთვები აკრძალელულია იქამდე, სანამ მკურნალობის პროცესი ბოლომდე დასრულდება. სავარაუდოდ, ხუთ თვეში შევძლებ მოედანზე დაბრუნებას და იმედია,
კასანოს გამოჩენას დიდი სიხარულით შეხვდა "მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც პრესას შემდეგი განუხადა: "ბედნიერი ვარ, რომ ანტონიოს "მილანელოზე" ვხედავ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ ძლიერი პიროვნებაა და რომ აუცილებლად დაუბრუნდება დიდი დეხბურთს. არ ვიცი ზუსტად როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ მას მოუთმენლად ველოდებით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"