ბუფონი: ფავორიტი "მილანია"

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ XII ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს "იუვენტუსი" უდგას სათავეში, ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მაინც "მილანს" მიიჩნევს.

იტალიის ნომერი პირველი გოლკიპერი "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და შემდეგი განახადა:

"მიუხედავად იმისა, რომ "მილანმა" სერია A-ს მიმდინარე გათამაშება მთლად ჩემპიონურად ვერ დაიწყო, მგონია, რომ ფავორიტი მაინც მასიმილიანო ალეგრის გუნდია. ჩემი პირადი აზრით, 60% სკუდეტოს სწორედ "როსონერი" მოიგებს, დანარჩენ 40%-ს კი "იუვენტუსთან" ერთად "ნაპოლის" და "უდინეზეს" გავუნაწილებდი. არ მავიწყდება "რომა" და "ინტერი", მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გუნდების პროგრამა მაქსიმუმი
ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა".

"იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციას ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ფაბიო კვალიარელას სხვა გუნდში გადაბარგების შანსი ნულის ტოლია. არადა, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ კვალი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "იუვეს" დატოვებას და "მილანში" გადაბარგებას აპირებდა. ფეხბურთელის პირადი აგენტი ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფს - მოვუსმინოთ ბეპე პოცოს:

"ფაბიოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და კარგად ვიცი მისი პოზიცია - არაერთი მეტად საინტერესო შეთავაზების მიუხედავად, არსად წასვლაზე არ ფიქრობს და უნდა, რომ კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. მართალია, ბოლო პერიოდში ტრავმებმა გატანჯეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელისგან უდიდეს ნდობას გრძნობს და მთავარიც ეს არის. ასე რომ, "ბიანკონერის" გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყონ, კვალიარელა არსად არ მიდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული