ნეაპოლში "მანჩესტერ სიტის" ფანი დაჭრეს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისელთა გულშემატკივარი "ცივი იარაღით" დაჭრეს.

სამართალდამცველთა ცნობით, ინციდენტი 01:30 საათზე მოხდა. დაზარალებულ მამაკაცთან სამი ნიღბიანი მივიდა და გულშემატკივარს დანა რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედებმა დანაშაულის ადგილი მოტოციკლით დატოვეს.

ამ ეტაპზე "სიტის" ფანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტი ნეაპოლში "ბაიერნის" გულშემატკივრებთანაც მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული