"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი, იტალიური და ინგლისური პრესის მტკიცებით, უახლოეს ხანში "მილანთან" ნახევარწლიან კონტრაქტს გაფორმებს.
ნახევარი წლის მანძილზე ტევესი 3 მილიონ ფუნტს მიიღებს და თუ "როსონერის" ხელმძღვანელობაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს, კონტრაქტს კიდევ ორი წლით გაუგრძელებენ.
ადრე "მილანის" ხელმძღვანელობა არგენტინელის მიმართ ინტერესს არ უარყოფდა.