"რომამ" ბურდისოს შემცვლელი მოუძებნა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 20 წლის ფეხბურთელი სტეფან სავიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარის წესით "რომაში" გადავა.

"რომას" ხელმძღვანელობა ჩერნოგორიელს ნიკოლას ბურდისოს შეცვლელად მიიჩნევს, რომელიც ტრავმის გამო გუნდს ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ცნობილი გახდა, რომ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ იტალიურ კლუბს ფეხბურთელის გადაბირების უფლება არ ექნება.

მიმდინარე სეზონში ჩერნოგორიელმა მცველმა ინგლისის ჩემპიონატში 6 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული