კასანო: მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატია

AutoSharing Option
დაახლოებით სამი კვირის წინ, მთელი საფეხბურთო ევროპა შეძრა ანტონიო კასანოს შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ - "რომასთან" პაექრობის შემდეგ, "მილანის" ფორვარდი მოულოდნელად ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადასაყვანი შეიქნა.

რამდენიმე დღე ექიმები ამაოდ ცდილობდნენ დიაგნოზის დასმას, ბოლოს კი გაცხადდა რომ კასანოს გულთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები.

წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდიც განისასღვრა, რომელიც 5-დან 6 თვემდე მკურნალობას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ, ანტონიო "მილანელოზე" გამოჩნდა, სადაც ის "კორიერე დელე სპორტის" ჟურნალისტს შეხვდა და საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ…

- როგორ გრძნობთ თავს?
ჩვეულებრივად, ისე,
როგორც იმ ავად სახსენებელ დღემდე, როდესაც კლინიკაში გადასაყვანი გავხდი. აბსოლიტურად არაფერი მაწუხებს, უბრალოდ ექიმები მეუბნებიან, რომ ჩემთვის დიდი დატვირთვები არ შეიძლება. რა გაეწყობა, უნდა დავემორჩილო მათ რჩევებს და იმედი დავიტოვო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- დასრულდა სეზონი თქვენთვის თუ დასკვნით ეტაპზე მაინც დაეხმარებით
"მილანს"?
თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ექიმები მეუბნებიან, მოედანს აპრილის ბოლოს უნდა დავუბრუნდე, ეს კი იმას ნიშნავს რომ დასკვნით მატებში თამაშს შევძლებ. ჩემი მთავარი მიზანია ზაფხულისთვის ფორმა აღვიდგინო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა შევძლო. მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ძალიან განვიცადე და არ მინდა იგივე ევროპაზეც განმეორდეს.

- ცნობილია, რომ ჩეზარე პრანდელიმ ჰოსპიტალში მოგინახულათ და სწრაფად გამოჯანმრთელება გისურვათ, მის მხარდაჭერას მუდმივად გრძნობთ?
რა თქმა უნდა. მასთან ხშირი სატელეფონო კავშირი მაქვს, რაც ძალიან მახარებს. მითხრა რომ მოუთბენლად ელოდება ჩემს საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ ექიმთა თითოეულ მოთხოვნას დავმორჩილდე.

- კიდევ უამრავმა ადამიანმა გაგამხნევათ, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?
მთელი მსოფლიოდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რაც არასოდეს დამავიწყდება. რა დამავიწყებს მადრიდის "რეალის" ჟესტს, როდესაც მაისურებზე ჩემი სახელი წაიწერეს. Aან თუნდაც "სან სიროზე" შექმნილ ატმოსფერს, როდესაც მთელი სტადიონი ჩემს სახელს სკანდირებდა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა კი რა თქმა უნდა ოჯახის წევრებისგან ვიგრძენი. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ და ყველაფერი ნათელი გახდება: ჰოსპიტალში შემოსულმა ჩემმა მეუღლემ პირველი ის მითხრა, რომ ფეხბურთის თამაში აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული და მხარდაჭერა.

- იქამდე, სანამ შეუძლოდ გახდებოდით, განაცხადეთ, რომ ფეხბურთის თამაში უწინდელ სიამოვნებას აღარ განიჭებთ და რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობთ, დღეს კი ენთუზიაზმით აღსავსე მეჩვენებით…
საკუთარ თავს ჯამბაზი ვუწოდე და დავძინე, რომ თანამედროვე ფეხბურთი ზედმეტად პრაგმატულია. შესაბამისად, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება დღეს რთულია, რამაც დამაფიქრა კარიერის დასრულებაზე. თუმცა, მაშინვე ვთქვი რომ მინიმუმ სამი წელი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვგეგმავ. ჟურნალისტთა ნაწილმა ბოლო წინადადება ამოჭრა და ბევრმა ჩათვალა რომ კარიერის დასრულებას უკვე ამ ზაფხულს ვაპირებდი. როგორც ფეხბურთელს, კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი.

- მაინც?
ის რომ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა შემიძლია. მსურს "მილანის" და იტალიის ნაკრებში ჩემი კვალი დავტოვო, ეს კი ტიტულების მოგების გარეშეEწარმოუდგენელია.

- როგორ ფიქრობთ, სჭირდება
"მილანს" თქვენი შემცვლელი?
სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის საფუძველს ვერ ვხედავ, "მილანს" ჰყავს ოთხი უმაღლესი კლასის ფორვარდი, რომლებსაც ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ძალუძთ. მითუმეტეს, ალეშანდრე პატო გამოჯანმრთელდა, რომელსაც ზლატან იბრაგიმოვიჩთან ერთად, თანამედროვეობის უძლიერეს ფორვარდად მივიჩნევ. დავუმატოთ მათ წარმოუდგენლად ტექნიკური რობინიო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ფილიპო ინძაგი. ყველაფერი ცხადზე უცხადესია, "მილანს" ყველაზე ძლიერი თავდასხმა ჰყავს მსოფლიოსი.

- დავიჯეროთ, ამ მხრივ არც
"ბარსელონას" ჩამორჩება?
"ბარსელონას" ძალა გუნდურობაშია და ამ მხრივი ისინი საუკეთესონი არიან მსოფლიოში. თუ ლიონელ მესმის არ ჩავთვლით, "ბარსას" თავდასხმაში განსაკუთრებულს ვერავის ვხედავ. მაგალითად, პედრო კატალონიურ გრანდში ბრწყინვალეა, მაგრამ მეეჭვება, რომ სხვაგან ანალოგიური წარმატებით იასპარეზოს. "მილანი" სწორად ვითარდება და თუ ასევე გავაგრძელებთ, "ბარსას" ზალიან მალე დავეწევით.

- ანუ, ჩემპიონთა ლიგაში
"მილანის" მთავარი კონკურენტი "ბარსაა" და სერია A-ში?
"ბარსელონასთან" ერთად "რეალს" ვიტყოდი, რომელიც მიმდინარე სეზონში უბრალოდ შეუჩერებელია. ჟოზე მოურინიომ ნამდვილი მანქანა შექმნა, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს. ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტთა შორის "ბარსელონასთან" და "მილანთან" ერთად, აუცილებლად "რეალს" დავასახელებდი.

რაც შეეხება სეროია A-ს, იქ კიდევ უფრო ჩახლართულად არის საქმე; სეზონის წინ, "მილანის" უმთავრეს კონკურენტად "ინტერს" დავასახელებდი, მაგრამ დღეს თანაქალაქელთა სასკუდეტო შანსებზე მსჯელობა აშკარად გადამეტებული იქნება. ჩემი აზრით, ჩვენთვის ყველაზე სახიფათო მეტოქეები "იუვენტუსი" და "ნაპოლი" არიან. ვალტერ მაძარის გუნდის შესაძლებლობები ყველას კარგად მოგვეხსენება, "იუვე" კი ანტონიო კონტეს ხელში ძველ დიდებას იბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული