კრასიჩი არსად არ მიდის

AutoSharing Option
გასულ სეზონში, მილოშ კრასიჩი "იუვენტუსის" ლამის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, წელს კი ჩრდილშია მოქცეული და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

იტალიურ სპორტულ პრესაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ 27 წლის სერბი ნახევარმცველი უკმაყოფილოა არსებული ყოფით და სხვა გუნდში გადასვლაზე უჭირავს თვალი. ითქვა იმის შესახებაც, რომ კრასიჩის გადაბირებით "მილანი" დაინტერესდა, რომელიც ამ ბოლო დროს ყველას ეპოტინება, ვისაც ტრანსფერზე დაყენება უწინასწარმეტყველეს. აღნიშნულ ცნობებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"კრასიჩთან დაკავშირებით
არავითარი პრობლემები არ გვაქვს და შესაბამისად, მის გასხვისებას არ ვაპირებთ. მართალია, დღეს ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მაგრამ გუნდისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ანტონიო კონტესთან მქონდა საუბარი და მითხრა, რომ ამ ეტაპზე სხვები უკეთეს ფორმაში არიან, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალოს და კრასნიჩი კვლავაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს. მისით "მილანის" დაინტერესების შესახებ არაფერი მსმენია, არადა ადრიანო გალიანის სულ ახლახანს შევხვდი და რამე რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეტყოდა. ასე რომ, კრასიჩი არსად არ მიდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული