ბერლუსკონის საქმეზე კრიშტიანო რონალდო დაიკითხება

AutoSharing Option
ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის სილვიო ბერლსუკონის საქმესთან დაკავშირებით მილანის სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიძახეს.

სკანდალური პოლიტიკოსი და საფეხბურთო კლუბ "მილანის" პრეზიდენტი მართლმსაჯულების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პრესაში მის აგარაკზე ორგანიზებული რეგულარული ორგიების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

წვეულებებზე მეძავების მიყვანის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. თავად პოლიტიკოსს კი ორგანიზებული პროსტიტუციის მფარველობასა და არასრულწლოვანი მაროკოელი მოცეკვავე კარიმა ელ-მახრუგისთან (მეტსახელად რუბი) სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ.

კრიშტიანუ რონალდოს ჩვენებამ უნდა დაადასტუროს, რომ ელ-მახრუგის ყველა განცხადება სიმართლეს არ
შეესაბამება - რუბიმ ადრე "რეალის" მოთამაშე მასთან ხანმოკლე რომანში დაადანაშაულა. რონალდო ყველაფერს უარყოფს და მოცეკვავეს "თავხედ ფანტაზიორს" უწოდებს.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული