კრკიჩს მართვის მოწმობა კვლავ ჩამოართვეს

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელს ბოიან კრკიჩს ავტომობილის გადაჭარბებითი სიჩქარით მართვის გამო კვლავ პრობლემები აქვს.

ოთხშაბათს დილით, დაახლოებით ოთხი საათისთვის, ფეხბურთელი თავის ავტმობილს BMW 330-ს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და კინაღამ ორი ფეხითმოსიარულე იმსხვერპლა.

პოლიციამ არაკანონმორჩილ მძღოლს მართვის მოწმობა კვლავ ჩამოართვა.

ეს ფეხბურთელისთვის უკვე მესამე ინციდენტია. რომში ყოფნის არცთუ დიდი ხნის მანძილზე ფეხბურთელს მართვის მოწმობა დროებით უკვე ორჯერ ჩამოართვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული