ალბერტო ძაკერონი: ასეთი "ნაპოლი" სკუდეტოს რეალური პრეტენდენტია

AutoSharing Option
"მილანის", "ლაციოს" და "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად იაპონიის ნაკრების თავკაცმა ალბერტო ძაკერონიმ აღნიშნა, რომ "ნაპოლის" მიერ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება სულაც არ გაკვირვებია.

სპეციალისტის აზრით, ვალტერ მაცარის შეგირდებს შეუძლიათ სეზონის ბოლოს სკუდეტოს მოგების იმედი ჰქონდეთ.

"ნეაპოლელთა მიერ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება არ გამკვირვებია. მაცარის შეგირდების დაჯაბვნა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია, მითუმეტეს, როდესაც მატჩები "სან პაოლოზე" იმართება. ამ არენაზე პუბლიკა "ნაპოლის" ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს.

ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია სეზონის ბოლოს ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგონ", - თქვა ძაკერონიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული