სპეციალისტის აზრით, ვალტერ მაცარის შეგირდებს შეუძლიათ სეზონის ბოლოს სკუდეტოს მოგების იმედი ჰქონდეთ.
"ნეაპოლელთა მიერ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება არ გამკვირვებია. მაცარის შეგირდების დაჯაბვნა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია, მითუმეტეს, როდესაც მატჩები "სან პაოლოზე" იმართება. ამ არენაზე პუბლიკა "ნაპოლის" ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს.
ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია სეზონის ბოლოს ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგონ", - თქვა ძაკერონიმ.