"რომაში" გადასვლასთან ორჯერ ვიყავი ახლოს, როდესაც გუნდს სათავეში ლუჩანო სპალეტი ჩაუდგა. თუმცა სულაც არ მაწუხებს, "რომაში" რომ ვერ გადავედი, "უდინეზეშიც" ბედნიერი ვარ.
ჩემს კარიერაში ერთადერთი იმედგაცრუება "ნაპოლიში" ვერმოხვედრაა. "ნაპოლი" ის გუნდია, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის", - დასძინა ნეაპოლელმა დი ნატალემ.
დღევანდელ მატჩში რომაელი "მგლები" ანტონიო დი ნატალეს წინააღმდეგ ძალიან ყურადღებით უნდა იყვენენ, მას ხომ "რომასთვის" გატანა განსაკუთრებით უყვარს - "ემპოლისა" და "უდინეზეს" მაისურით რომაელებს 18 მატჩში