"ვფიქრობ, ეს სანახაობრივი მატჩი იქნება, ერთმანეთს ორი შემტევი ფეხბურთის მიმდევარი გუნდი დაუპირისპირდება.
პირადად მე "ლაციოს" სერია А-ში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენსავით უმაღლესი ადგილისთვის იბრძოლებენ", - განაცხადა კონტემ.
"ბებერ ქალბატონს" და "ლაციოს" ახლა 22-22 ქულა აქვთ, მაგრამ ტურინელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.