კონტე "ლაციოსგან" შემტევ ფეხბურთს ელის

AutoSharing Option
რომის "ლაციოსთან" მატჩის წინ "იუვენტუსში" მეტოქეს ჯეროვნად აფასებენ. ტურინელთა თავკაცი ანტონიო კონტე "ლაციოს" სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევს.

"ვფიქრობ, ეს სანახაობრივი მატჩი იქნება, ერთმანეთს ორი შემტევი ფეხბურთის მიმდევარი გუნდი დაუპირისპირდება.

პირადად მე "ლაციოს" სერია А-ში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენსავით უმაღლესი ადგილისთვის იბრძოლებენ", - განაცხადა კონტემ.

"ბებერ ქალბატონს" და "ლაციოს" ახლა 22-22 ქულა აქვთ, მაგრამ ტურინელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული