ამის შესახებ ქვეყნის ექს-პრემიერმა "რაი-სპორტთან" მიცემულ ინტერვიუში იუსაუბრა - მოვუსმინოთ "მილანის" პრეზიდენტს:
"ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერმინისტრს არ აქვს უფლება იყოს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი და შესაბამისად, ოფიციალურად ეს პოსტი დღემდე ვაკანტური გახლავთ.
თუმცა, პრემიერობის დროსაც კლუბი ჩემს ფლობელობაში რჩებოდა და არც უარვყოფდი, რომ მართვის პროცესებში გარკვეულ მონაწილეობას ვიღებდი. სულ მალე, პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დავბრუნდები და "მილანის" საქმეებში გაცილებით უფრო აქტიურად
ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, "მილანმა" 27 ტიტულის მოპოვება შეძლო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით - ჩემს შემდეგ, სანტიაგო ბერნაბეუ მოდის, რომლის "რეალმაც" ჩვენი ტიტულების მხოლოდ ნახევარი მოიგო".
არ შეძლება არ აღვნიშნოთ, რომ სილვიო ბერლუსკონის შეცდომაში შეჰყავს როგორც ჟურნალისტები, ისე საფეხბურთო საზოგადოება.
მსოფლიო ფეხბურთს არაერთი პრეზიდენტი ახსოვს, რომლის მმართველობის დროსაც ამა თუ იმ კლუბმა სამ ათეულზე მეტი ტროფეი მოიგო - ამ მხრივ, რეალური რეკორდსმენი "პორტუს" პრეზიდენტი პინტუ და კოშტა გახლავთ, რომლის დროსაც მისმა გუნდმა 51 ტიტული მოიგო.
თუმცა, იმას ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება გაცილებით უფრო ადვილია "პორტუსთვის", ვიდრე სკუდეტოს მოპოვება "მილანისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"