"ინტერი" ედუარდო ვარგასს უმიზნებს

AutoSharing Option
"ნერაძურის" დირექტორის მარკო ბრანკას თქმით, კლუბი ჩილელი ფორვარდით დაინტერესდა. მილანელებს თავდასხმაში არცთუ კარგი მდგომარეობა აქვთ, ამიტომ "ინტერი" ამ ხაზის გაძლიერებას ცდილობს.

მორატიმ ტევესზე უკვე თქვა უარი, ახლა მათ სამიზნეში მეორე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, "უნივერსიდად დე კათოლიკას" და ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ედუარდო ვარგასი მოექცა.

"ედუარდოს უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით და მის ყველა ძლიერ მხარეს ვიცნობთ. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლია", - განაცხადა ბრანკამ.

ბრანკამ იქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის გუნდი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს, მაგრამ კონკრეტული სახელების დასახელა მილანელთა
სპორტულმა დირექტორმა არ ისურვა.

მომზადებულია FcInterNews.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული