ფორლანი: მოედანზე დასაბრუნებლად მზად ვარ

AutoSharing Option
"ინტერის" ურუგვაელმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა, რომელმაც პარაგვაის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მარცხენა ფეხი დაიშავა, განაცხადა, რომ მზადაა მოედანს უახლოეს ხანში დაუბრუნდეს.

"ინტერის" შობამდე დარჩენილ მატჩებში უნდა ვითამაშო. არანაირ პრობლემას არ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, სამედიცინო შტაბთან შეთანხმება აუცილებელია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ.

ფეხბურთის თამაში მომენატრა. კლუბის ბაზაც მომეწონა. ის პირობები გამახსენდა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნისას ვვარჯიშობდი", - განაცხადა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული