ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლანგების მნიშვნელოვან გაძლიერებას გეგმავს. "ბებერი ქალბატონის" მთავარი სამიზნეები "ტოტენჰემის" უელსელი მარცხენაფლანგელი გარეთ ბეილი და "არსენალის" ინგლისელი ნახევარმცველი თეო უოლკოტი იქნებიან.
"იუვენტუსის" ბოსებს ბეილის მაღალი ხელფასი არ აშინებთ, უოლკოტის ტრანსფერში კი შესაძლოა სერბი ნახევარმცველი მილოშ კრასიჩიც ჩართონ.
უოლკოტით ასევე ინლისის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.