"მანჩესტერ სიტისა" და "მილანს" შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და "როსონერი" "კატანიას" ფორვარდ მაქსი ლოპესზე გადაერთო.
"ტევესი გვჭირდება. მაქსი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ "მილანს" სწორედ ისეთი მოთამაშე სჭირდება, როგორი ტევესია. თუმცა კლუბს ორივე მოთამაშის შეძენა ალბათ არ შეეძლო.
კასანო ჩემპიონია, ის ძალიან გვაკლია. იმ ოთხ თვეშიც კი, რომელიც მან მიმდინარე სეზონში ჩვენთან გაატარა, ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია", - განაცხადა ბოატენგმა.