"მილანის" სამედიცინო შტაბი არჩევანის წინაშეა: მეკარე კრისტიან აბიატი, რომელმაც მხარი დაიშავა, შესაძლოა ორ კვირაში გამოჯანმრთელდეს, მაგრამ რეციდივის საფრთხე მომავალშიც იქნება.
ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში კი, რომელიც ტრავმის გამეორებას გამორიცხავს, მეკარეს აღსადგენად უფრო დიდი ხანი დასჭირდება.
"როსონერის" ექიმებმა მეკარის მკურნალობის მეთოდები პარასკევს უნდა გადაწყვიტონ.