ინძაგი შესაძლოა აპოელ-ში გადავიდეს

AutoSharing Option
"მილანის"  38 წლის თავდამსხმელი ფილიპო ინძაგი, სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და ზამთარში შესაძლოა კვიპროსულ აპოელ-ში გადავიდეს.

ამ კლუბში ლეგენდარულ იტალიელს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაც შეეძლება. კვიპროსელები მთავარი ევროტურნირის პლეი ოფში გავიდნენ, "მილანს" კი ინძაგი საევროთასებო განაცხადში შეყვანილი არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ინძაგის მიმართ "ბლექბერნის" ინტერესზეც იუწყებოდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული