მასიმილიანო ალეგრი: "მილანში" 2014 წლამდე დავრჩები

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტის ვადის გაგრძელებას აპირებს.

"გალიანიმ თქვა, რომ კლუბში 2014 წლამდე დავრჩები. მას მეც ვუთხარი, რომ აქ დარჩენა მსურს. კიდევ გარკვეული დრო გავა, სანამ ყველა დეტალს საბოლოოდ შევათანხმებთ.

რა თქმა უნდა, მომავალში დარწმუნებული ვერასდროს იქნები, სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, მაგრამ ალბათ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება", - განაცხადა ალეგრიმ.

კლუბსა და სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დეკემბერში დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული