"გალიანიმ თქვა, რომ კლუბში 2014 წლამდე დავრჩები. მას მეც ვუთხარი, რომ აქ დარჩენა მსურს. კიდევ გარკვეული დრო გავა, სანამ ყველა დეტალს საბოლოოდ შევათანხმებთ.
რა თქმა უნდა, მომავალში დარწმუნებული ვერასდროს იქნები, სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, მაგრამ ალბათ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება", - განაცხადა ალეგრიმ.
კლუბსა და სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დეკემბერში დასრულდება.