განსაკუთრებულ ინტერესს მილანური პაექრობა იწვევს, სადაც ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. მართალია, "ნერაძური" ცხრილის ქვედა ნაწილშია და მწვერვალებამდე ძალიან ბევრი უკლია, მაგრამ მაინც მსოფლიო მასშტაბის აღიარებულ გრანდზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება "უდინეზეს", ეს გუნდი უკვე მიეჩვია ლიდერთა შორის ყოფნას და მესამე ადგილზე ისე გრძნობს
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, კლაუდიო რანიერი ისევ იმ ტაქტიკურ მონახაზს აირჩევს, რომელიც პირველად წინა ტურის პაექრობაში გამოსცადა და გაუმართლა კიდეც. მართალია, მილანურმა გრანდმა "სიენასთან" დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მოიგო და მთავარი კი სწორედ ტაბლო გახლავთ. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი იქნება, მის უკან კი შემდეგი ოთხეული გაირჯება: მაურო სარატე, დეიან სტანკოვიჩი, რიკი ალვარესი და ტიაგო მოტა. საყრდენი ნახევარმცველი ტრადიციულად ესტებან კამბიასოა, რომლის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ კარგა ხანია არ დამდგარა.
გასვლით შეხვედრებს ტრადიციულად მაღალ დონეზე ატარებს "უდინეზე", რაც ამ გუნდის თამაშის სტილით გახლავთ განპირობებული - ფრიულელების მთავარი იარაღი დაცვიდან შეტევაში უსწრაფესად, ორი-სამი პასით გადასვლის უნარია, რასაც ხშირად უმწვავესი იერიშები და სახიფათო მომენტები მოსდევს. ამად არის, რომ ხშირად "უდინეზე" გაცილებით უფრო სახიფათოა გასვლით პაექრობებში, ვიდრე საკუთარ არენაზე. ანტონიო დი ნატალე სრულ მზადყოფნაშია და "ინტერის" დაცვას ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის როლში შეუტევს. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან - ერთი კი ცხადია, ფრანჩესკო გვიდოლინი ოპტიმისტურად არის განწყობილი:
"მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა" ბოლო ორი პაექრობა მოიგო, გავბედავ და ვიტყვი, რომ მილანური გრანდი არ არის ოპტიმალურ ფორმაში - გამომდინარე აქედან, ძალიან კარგია, რომ კლაუდიო რანიერის გუნდს ასეთ დროს ვეთამაშებით. ვერ დავიჩემებ, რომ მეტოქეს ჩვენ ფეხბურთს მოვახვევთ თავს, მაგრამ ყრუ დაცვაში რომ არ ჩავჯდებით, ეს ცხადია. მთლიანობაში, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ თამაშს სასურველი შედეგით დავასრულებთ".
დღესვე, "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ლეჩეს" უმასპინძლებს და უსიკვდილოდ სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. საინტერესო კომენტარი გააკეთა სამხრეთელთა თავკაცმა ვალტერ მაძარიმ და უმჯობესია, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ:
"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტურინის "იუვენტუსთან" დაკარგული ქულები გადაღლილობის ბრალი იყო, ამიტომ, დროა როტაციას უფრო აქტიურად მივმართო და ისეთ ფეხბურთელებს მივცე თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევდათ ჯდომა. "ლეჩე" შემტევი გუნდია, ამიტომ, კარგი, სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინში ვარ".
"გაძეტას" ვარაუდით, მაძარი სათადარიგოთა სკამზე დატოვებს მარეკ ჰამშიკს და ედინსონ კავანის, შეტევის წინა ხაზზე კი შემდეგ სამეულს გაამწესებს: ესეკილ ლავეცი, გორან პანდევი, მარიო სანტანა. დაცვაში პირველად ვნახავთ ერთად ფიდელეფსა და ფერნანდესს, რომლებიც სალვატორე არონიკას დაუმშვენებენ გვერდს - შესაბამისად, ძირითადს მიღმა რჩებიან პაოლო კანავარო და უგო კამპანიარო. ვნახოთ, რა შედეგს მოიმკის მაძარი შემადგენლობის ამგვარი როტაციით.
კვირის შეხვედრებიდან ფლორენციული და ტურინული მატჩები უნდა გამოვარჩიოთ - "არტემიო ფრანკიზე" ორი ტრადიციულად ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ტურინში კი ჩემპიონატის ლიდერი თამაშობს და ამით ყველაფერია ნათქვამი.
"გაძეტას" ვარაუდით, ლუის ენრიკე 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, თავდასხმაში კი ბოიან კრკიჩისა და ერიკ ლამელას ტანდენმს გაამწესებს. ახალგაზრდა ფორვარდებს უკნიდან ფრანჩესკო ტოტი დაეხმარება, რომელიც პლეიმექერის ფუნქციას შეასრულებს. ანალოგიური სქემით გაირჯება "ფიორენტინაც", სადაც წინა ხაზზე ალბერტო ჯილარდონოსა და სტევან იოვეტიჩის ტანდემს უნდა ველოდოთ. გამთამაშებელად ანდრეა ლაძარი მოიაზრება და ვნახოთ, რამდენად კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
ბოლოს, ტურინის "იუვენტუსის" შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელიც საკუთარ კედლებში კიდევ ერთ "ბიანკონერის", "ჩეზენას" მიიღებს. ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ბოლო ორი მატჩი მოიგო და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა - ამით, მოახლოებულ პაექრობას კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა.
"ჩეზენას" ანტონიო კონტეც უფრთხის და აცხადებს, რომ მის შეგირდებს მაქსიმალური მობილიზება მართებთ - წინაამდეგ შემთხვევაში, "იუვეს" მწვრთნელი გარდავაულ ფიასკოს ვარაუდობს. კონტეს ანდრეა პირლოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. "იუვეს" თავკაცი სავარაუდოდ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და ცენტრფორვარდად ალესანდრო მატრის გაამწესებს, რომელსაც ფლანგებიდან ესტიგარიბია და კვალიარელა დაეხმარებიან. ამჯერად, თადარიგში მოიაზრება სიმონე პეპე, რომელიც გადაღლილი ყოფილა და დასვენებას საჭიროებს. შუა ხაზში არტურო ვიდალი და კლაუდიო მარკიზიო ჩვეულ როლს შეასრულებენ,. პირლოს მაგივრობას კი მიკელე პაციენცა გაწევს. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება...
სერია A. XIV ტური
გუშინ:
ჯენოა-მილანი 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (56-პენ), 0:2 ნოჩერინო (79).
გაძევება: კალაძე (55 ჯენოა)
დღეს:
ინტერი-უდინეზე 23.45
ტრავმა: მუნტარი, ფორლანი, ვივიანო, მაიკონი, სნეიდერი, ლუსიო - ბარეტო, დომიცი, კოდა.
ნაპოლი-ლეჩე 23.45
ტრავმა: დონადელი - ოლივერა, ოფერე, ჯაკომაცი, კაროციერი, დიამუტენე, დი მიკელე.
ხვალ:
კატანია-კალიარი 15.30
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი (კალიარი).
ტრავმა: სუაზო, ისკო, ალვარესი - ელ ქაბირი, ასტორი, ერიკსონი, ბიონდინი, ნენე, სამპაიო.
ბოლონია-სიენა 18.00
დისკვალიფიკაცია: კონე - ბრიენცა.
ტრავმა: პერესი, ლორია - ვერგასოლა, ბელმონტე, დესტრო.
კიევო-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: შელოტო (ატალანტა).
ტრავმა: რიგონი, ანდრეოლი - კაპელი.
ფიორენტინა-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: ნატალი (ფიორენტინა).
ტრავმა: კასანი, კროლდრუპი, ხარჯა, ჩერჩი - ოსვალდო, ბორინი, პისარო, ბურდისო, კიაერი, ბორიელო, როზი.
იუვენტუსი-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: პირლო - ჩეკარელი, რავალია.
ტრავმა: მანინგერი - კომოტო, მარტინესი, კოლუჩი, მალონგა.
პარმა-პალერმო 23.45
ტრავმა: მოდესტო - ერნანდესი, მიკოლი, ბუდანი, ზაჰავი.
ზეგ:
ლაციო-ნოვარა 23.45
დისკვალიფიკაცია: მეჯორინი, ჯემიტი (ნოვარა).
ტრავმა: ბროკი, დელ ნერო, მაური, გარიდო, დიასი, კოზაკი, მაკინვა, მათუზალემი - პაჩი, მორიმოტო, ლისუძო, პინარდი.
თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 13 8 3 2 29-14 27
2. იუვენტუსი 12 7 5 0 22-10 26
3. უდინეზე 12 7 3 2 15-6 24
3. ლაციო 12 6 4 2 16-9 22
5. პალერმო 12 6 1 5 16-15 19
6. ნაპოლი 12 4 5 3 17-11 17
7. რომა 12 5 2 5 15-14 17
8. კატანია 12 4 5 3 14-18 17
9. ჯენოა 12 4 3 5 14-16 15
10. პარმა 12 5 0 7 15-20 15
11. კიევო 12 4 3 5 10-16 15
12. სიენა 12 3 5 4 14-11 14
13. ატალანტა 12 5 5 2 16-15 14
14. კალიარი 12 3 5 4 11-13 14
15. ინტერი 11 4 2 5 14-17 14
16. ფიორენტინა 12 3 4 5 10-11 13
17. ბოლონია 12 3 2 7 10-18 11
18. ნოვარა 12 2 4 6 14-21 10
19. ჩეზენა 12 2 3 7 6-13 9
20. ლეჩე 12 2 2 8 9-19 8
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
10 - დენისი (ატალანტა); 9 - დი ნატალე (უდინეზე); 7 - ჯოვინკო (პარმა), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 6 - კლოზე (ლაციო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"