კავანი: "ვილიარეალთან" მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლია

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ლეჩესთან" გამარჯვების (4:2) შემდეგ აღიარა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება, ვიდრე პერსონალური ჯილდოები.

"ვიცი, რომ გასულ წელს ძალიან ბევრი გოლი გავიტანე, ხოლო მიმდინარე სეზონში ამ ეტაპისთვის ჩემს ანგარიშზე შვიდი გოლია, მაგრამ მთავარია გუნდმა მოიგოს.

გუნდის ინტერესებისთვის უნდა ვითამაშო, თუ ვერ ვიგებთ, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი გამაქვს. მინდა ყველაფერი გავაკეთო და გუნდს სარგებელი მოვუტანო.

ვიცით, რომ ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მხოლოდ "ვილიარეალთან" შეხვედრაზე ვფუქრობთ, რომელიც ჩვენთვის ფინალის ტოლია. "ნაპოლისთვის" მაქსიმუმს გავაკეთებ",
- თქვა კავანიმ.

მომზადებულია sscnapoli.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული