რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თამაში სტუმართა კოლოსალური უპირატესობით წარიმართა, რაზეც
როგორც უკვე ვახსენეთ, პირველი გოლი ზლატანმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა და აქ სათქმელიც ბევრი არაფერია, აი მეორე კი ანტონიო ნოჩერინოს ანგარიშზეა, რომელსაც ალბერტო აკვილანიმ დაუგორა დასარტყმელად და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. მატჩის ბოლოს მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდები შეაქო:
"გენუელებთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია და მიხარია, რომ სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, ამისთვის შეგირდებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ მიზნის მისაღწევად. უპირატესობა პირველივე ტაიმიდან ვიგდეთ ხელთ, მეორეში კი დაწოლა გავაძლიერეთ და დამსახურებული გოლებიც გავიტანეთ. მოკლედ, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია, ასევე გავაგრძელებთ".
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა მილანში, სადაც "უდინეზე" "ინტერს" ესტუმრა და მეტოქე სრულიად დამსახურებულად, მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში ფრიულელები გაცილებით უფრო მაღლა არიან, ფავორიტად მაინც მილანური გრანდი მიიჩნეოდა - თუმცა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დღესდღეობით "უდინეზე" ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე "ინტერი".
პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა, მეორეში კი უპირატესობა სტუმრებმა იგდეს ხელთ, რაც დაუფასდათ კიდეც გატანილი გოლით - თავი ისლამ გამოიჩინა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, გამოზომილი გადაცემა მიიღო, ერთი გაისწორა და უზუსტესი დარტყმით ბურთი ჟულიო სეზარის კარის შორეულ კუთხეში მოათავსა, 0:1.
გოლი მაშინ გავიდა, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ოც წუთზე ოდნავ ნაკლები იყო დარჩენილი - "ინტერს" დრო ჰქონდა და წესით ვაბანკზე უნდა გადასულიყო, მაგრამ მასპინძლებს არც ამის ძალა აღმოაჩნდათ. ისევ უდინელები აქტიურობდნენ და შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე თერთმეტმეტრიანს გამოკრეს ხელი - ამასთან, ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ხავიერ ძანეტი გააძევეს. აი აქ კი ნამდვილი საფეხბურთო დრამა გათამაშდა - ბურთთან ანტონიო დი ნატალე მივიდა და ინანა კიდეც - ტოტოს დარტყმული ჟულიო სეზარმა მოიგერია და მის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა.
შანსი კი მილანელებს მართლაც ჰქონდათ და თანაც, ძალიან რეალური - მატჩის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფერონეტის ნერვებმა უმტყუნა და ძანეტის მსგავსად პენმალტი აიკიდა - ბურთთან ჯამპაოლო პაცინი მივიდა, თუმცა იმ დღეს მილანელებს ქულის აღება არ ეწერათ - პაცოს ფეხი აუსრიალდა, დარტყმა გაუცუდდა და ანგარიში უცვლელი დარჩა, 0:1. გახარებულმა ფერონეტიმ ემოციები ვერ მოთოკა და მსაჯს მივარდა, თერთმეტმეტრიანი გამოგონილი იყო და სამართალმა პური ჭამაო, რაზეც წითელი ბარათი "დაიმსახურა". მოკლედ, გუნდებმა 10-10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს თამაში, რომელიც სტუმართა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ბოლოს, ფრანჩესკო გვიდოლინი ბედნიერი გახლდათ: "ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩვენ "ინტერი" დავამარცხეთ, თანაც გასვლით შეხვედრაში. როდესაც თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად ბურთთან ჯამპაოლო პაცინი მივიდა, ვიფიქრე, რომ მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა, მაგრამ საბედნიეროდ, გაშვებულ გოლს გადავურჩით და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მივაღწიეთ. სამ ქულას რომ თავი დავანებოთ, ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი - "ინტერი" საკუთარ მოედანზე ყოველდღე ნამდვილად არ აგებს და ბედნიერი ვარ, რომ ურთულესი მისია შევასრულეთ".
ვალტერ მაძარიმ "ლეჩესთან" მატჩს სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაში უწოდა და დასძინა, "იუვესთან" განიავებული ქულების შემდეგ და "ვილიარეალთან" მოახლოებული მატჩის წინ, დამაჯერებელი გამარჯვება ჰაერივით გვესაჭიროებაო. ასე აგიხდეთ ყველაფერი, "ნაპოლიმ" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. კვლავ გაიბრწყინა ედინსონ კავანიმ, რომელმაც ორი ბურთი მიართვა მეტოქეს, თითო კი ჯემაილმა და ლავეციმ გაიტანეს, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "ლეჩეს" უპრობლერმოდ დასამარცხებლად.
სტუმრები მთლად სტატისტის როლში არ ყოფილან, ორი გოლით უპასუხეს ნეაპოლელებს და სახლში სახეშენარჩუნებულები დაბრუნდნენ. თუმცა, ამან ვერაფრით უშველა გუნდის მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს, რომელიც თამაშის დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან - მის ადგილს ყველასათვის კარგად ცნობილი სერსე კოსმი დაიკავებს.
კვირის მატჩებიდან "ფიორენტინასა" და "რომას" დაპირისპირება უნდა გამოვარჩიოთ - ფლორენციაში ემოციები დუღდა და თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ მატჩის სტატისტიკას გადახედოთ. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ შეხვედროს არბიტრმა "ჯალოროსის" სამი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან - ანუ, სტუმრებმა თამაში რვა მოთამაშით ჩაამთავრეს, რაც უიშვიათესი ამბავია. მატჩის პერიპეტიების აღწერით თავს არ შეგაწუყენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თამაშის ბედი ცალკეულმა ეპიზოდებმა გადაწყვიტა - ჯერ კიდევ მე-16 წუთზე, ჟუანმა თერთმეტმეტრიანი აიკიდა და წითელი ბარათი მიიღო, როდესაც თამაში ასე იწყება, იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოკლედ, ფლორენციელებმა სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს დედაქალაქელებს და ამდენივე ჩაიწერეს აქტივში.
საინტერესო მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც "იუვენტუსს" "ჩეზენა" პირველ ტაიმში გაუძალიანდა, თუმცა მეორეში გატყდა და ორი უპასუხო ბურთი მიიღო. ანგარიში კლაუდიო მარკიზიომ გახსნა, რომლისთვისაც ეს მეექვსე გოლი გახლავთ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და ჩართულია კიდეც ბომბარდირთა დავაში. არადა, მარკიზიო ნახევარმცველია და მისი ასეთი შედეგიანობა მართლაც გამოსარჩევი ამბავია.
მეორე გოლი თერთმეტმეტრიანით გავიდა, რომელიც არტურო ვიდალმა გამოიყენა და "ჩეზენას" საქმეც ამით მოთავდა. აღსანიშნავია, რომ პენალტი მეკარე ანტონიოლიმ აიკიდა, რომელიც გაძევებულ იქნა მოედნიდან - რადგან იმ დროისთვის სტუმართა თავკაცს უკვე სამივე ცვლილება ჰქონდა გაკეთებული, კარში ურიუგვაელი მცველი გილიერმო როდრიგესი ჩადგა და რა გასაკვირია, რომ ვიდალის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. ამრიგად, "იუვემ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ლიდერობა შეინარუნა.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნულ პაექრობაში ტრავმა მიიღო ალესანდრო დელ პიერომ და მოედნიდან საკაცით გახდა გასაყვანი - წინასწარი ვარაუდით, ტრავმა საკმაოდ მძიმეა, თუმცა დავიტოვოთ იმედი, რომ დეტალური გამოკვლევა სრულიად სხვა სურათს გვიჩვენებს.
იტალია. სერია A. XIV ტური
ჯენოა-მილანი 0:2
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მორეტი, გრანკვისტი, კალაძე, დაინელი - როსი, კონსტანტი (69. მერკელი), ველოზო, მესტო - პრატო (88. ხორკერა), იანკოვიჩი (77. ზე ედუარდო).
მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, იეპესი, ტიაგო სილვა, ანტონინი - ამბროზინი (69. ზეედორფი), ნოჩერინო, აკვილანი - ბოატენგი - რობინიო (88. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (56-პენ.), 0:2 ნოჩერინო (79).
გაფრთხილება: გრანკვისტი, მორეტი, ველოზო - ანტონინი, ამბროზინი, იბრაჰიმოვიჩი.
გაძევება: კალაძე (54. ჯენოა)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 6(2)-15(6); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 23 000
ინტერი-უდინეზე 0:1
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ძანეტი, რანოკია, სამუელი, კივუ (80. სტანკოვიჩი) - მოტა, კამბიასო, ფარაონი (62. სარატე), ალვარესი (46. ნაგატომო) - მილიტო, პაცინი.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, ფერონეტი - ბასტა, პინცი, ისლა, ასამოა, არმერო - ტორიე (62. ფლორო ფლორესი) - დი ნატალე (90. ეკსტრანდი).
გოლი: 0:1 ისლა (73).
გაფრთხილება: მოტა - პინცი, არმერო.
გაძევება: ძანეტი (85) - ფერონეტი (90).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 1-12; კარში დარტყმა: 13(2)-10(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 56 000
ნაპოლი-ლეჩე 4:2
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, ფიდელეფი (76, გრავა), ფერნანდესი - მაჯო, დოსენა, ჯემაილი, ინლერი (67. ჰამშიკი) - ლავეცი, პანდევი (60. გარგანო) - კავანი.
ლეჩე (5-3-2): ბენასი - ოდო, ფერარიო, ესპოზიტო (46. ობოდო), ტომოვიჩი, შტრასერი - კუადრადო, მესბა, გროსმიულერი (71. კორვია) - მურიელი, პასკუატო (71. ბერტოლაჩი).
გოლები: 1:0 ლავეცი (26), 2:0 კავანი (33), 3:0 ჯემაილი (41), 3:1 მურიელი (54), 4:1 კავანი (83), 4:2 კორვია (90).
გაფრთხილება: ფიდელეფი - ფერარიო, შტრასერი.
გაძევება: დი ფრანჩესკო (87. ლეჩეს მთ. მწვრთნელი)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16(9)-8(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 49 000
კატანია-კალიარი 0:1
კატანია (3-5-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე - ალვარესი (56. ბარიენტოსი), ბიაჯანტი (31. შაკა), ლოდი, ალმირონი (68. მაქსი ლოპესი), მარკეზე - ბერგესიო, გომესი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ეკდალი, კონტი, პერიკო (46. ბიონდინი) - კოსუ (89. რუი სამპაიო) - იბარბო, ლარივეი (62. რიბეირო).
გოლი: 0:1 იბარბო (64).
გაფრთხილება: ბიონდინი (კალიარი).
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-9; კარში დარტყმა: 14(7)-6(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 16 000
ბოლონია-სიენა 1:0
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი (62. გარიჩი), პორტანოვა, ანტონსონი (18. ჩერუბინი), მორლეო - პულცეტი, მუდინგაი, კაზარინი - დიამანტი, რამირესი (68. კრესპო) - დი ვაიო.
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - მანინი (72. რეჯინალდო), გაცი, დაგოსტინო, ანჯელო (59. გროსი) - კალაიო, ლარონდო (65. გონსალესი).
გოლი: 1:0 დი ვაიო (28).
გაფრთხილება: პულცეტი - ვიტიელო, დაგოსტინო.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 20-22; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11(5)-10(4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 22 000
კიევო-ატალანტა 0:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, დრამე - ბრედლი, ვაჩეკი (82. ჰეტემაი), ლუჩანო - სამარკო (82. პალოსკი) - პელისიერი, მოსკარდელი (66. თერეუ).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, მანფრედინი, ლუკინი, პელუზო (. ბელინი) - კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა (63. გაბიადინი), პადოინი - მორალესი (72. პინტუ) - დენისი.
გაფრთხილება: ანდრეოლი, პელისიერი - ლუკინი, მანფრედინი.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(2)-5(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000
ფიორენტინა-რომა 3:0
ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, ნასტასიჩი, პასკუალი - ბეჰრამი (90. მუნარი), მონტოლივო, ვარგასი - ლაძარი (81. სალიფუ) - ჯილარდინო (63. სილვა), იოვეტიჩი.
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - სისინიო (74. გრეკო), ჰაინცე, ჟუანი, ტადეი - გაგო, დე როსი, პეროტა (60. ანხელი) - პიანიჩი (71. სიმპილისიო) - ლამელა, ბოიანი.
გოლები: 1:0 იოვეტიჩი (17-პენ.), 2:0 გამბერინი (44), 3:0 სილვა (86-პენ.).
გაძევება: ჟუანი (16), გაგო (77), ბოიანი (85) - (ყველა რომა).
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14(6)-5(2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 28 000
იუვენტუსი-ჩეზენა 2:0
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პაციენცა, მარკიზიო, ვიდალი - პეპე, ვუჩინიჩი (56. დელ პიერო - 64. ჯაკერინი), მატრი (50. კვალიარელა).
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - ლაურო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, როსი - გუანა, გეზალი, მარტინიო (78. კანდრევა), პაროლო - ბოგდანი (46. მალონგა - 78. ედერი), მუტუ.
გოლები: 1:0 მარკიზიო (72), 2:0 ვიდალი (83-პენ.).
გაფრთხილება: როსი, გეზალი (ჩეზენა).
გაძევება: ანტონიოლი (81).
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 18(8)-2(1); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი 39 000:
პარმა-პალერმო 0:0
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი, მორონე, გალოპა, ვალიანი - ჯოვინკო - პელე (90. მუსაჩი).
პალერმო (4-3-2-1): ბენუსი - პიზანო, სილვესტრი, მილიაჩო, ბალცარეტი - ასკუა, ბაჩინოვიჩი (55. ბერტოლო), ბარეტო - ვარელა (66. ალვარესი), ილიჩიჩი - პინილია (84. დელა როკა).
გაფრთხილება: გალოპა - მილიაჩო.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16(4)-5(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000
ლაციო-ნოვარა დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 13 8 5 0 24-10 29
2. მილანი 13 8 3 2 29-14 27
3. უდინეზე 13 8 3 2 16-6 27
4. ლაციო 12 6 4 2 16-9 22
5. ნაპოლი 13 5 5 3 21-13 20
6. პალერმო 13 6 2 5 16-15 20
7. კალიარი 13 4 5 4 12-13 17
8. რომა 13 5 2 6 15-17 17
9. კატანია 13 4 5 4 14-19 17
10. ფიორენტინა 13 4 4 5 13-11 16
11. პარმა 13 5 1 7 15-20 16
12. კიევო 13 4 4 5 10-16 16
13. ატალანტა 13 5 6 2 16-15 15
14. ჯენოა 12 4 3 5 14-16 15
15. სიენა 13 3 5 5 14-12 14
16. ინტერი 12 4 2 6 14-18 14
17. ბოლონია 13 4 2 7 11-18 14
18. ნოვარა 12 2 4 6 14-21 10
19. ჩეზენა 13 2 3 8 6-15 9
20. ლეჩე 13 2 2 9 11-23 8
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
10 - დენისი (ატალანტა); 9 - დი ნატალე (უდინეზე); 8 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 7 - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი); 6 - კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა), მატრი (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
10 დეკემბერი: ლეჩე-ლაციო, პალერმო-ჩეზენა, კალიარი-პარმა, სიენა-ჯენოა; 11 დეკემბერი: უდინეზე-კიევო, ინტერი-ფიორენტინა, ატალანტა-კატანია, ბოლონია-მილანი, ნოვარა-ნაპოლი; 12 დეკემბერი: რომა-იუვენტუსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"