კავანი: ესპანეთში თამაში მსურს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ესპანეთის ჩემპიონატთან დაკავშირებით თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ინგლისური ფეხბურთი მიყვარს და ასევე ჩემ თავს შემიძლია ესპანური ჩემპიონატის ფანი ვუწოდო. პრიმერას მატჩებში ყოველთვის დიდი სივრცეეებია თავდამსხმელისთვის, ამიტომ ესპანეთი ჩემთვის იდეალური ადგილია. ძალიან გამიხარდებოდა იქ თამაში.

"ნაპოლიდან" ჩემი წასვლის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია ვრცელდება, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. როცა შესაფერისი დრო მოვა და კონკრეტული წინადადება მექნება, მაშინ ვიფიქრებ ამაზე, ხოლო ახლა მხოლოდ გუნდზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა კავანიმ.

მომზადებულია El Pais de Montevideo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული