ანდრეა პირლო: "იუვე" ევროპაში კვლავ საუკეთესო უნდა გახდეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ კლუბის ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.

"იუვენტუსი" მოწადინებულია, რათა კვლავ იქცეს იტალიისა და მთლიანად ევროპის საუკეთესო კლუბად და მინდა, ამაში წვლილი თავადაც შევიტანო.

ჩვენ გუნდში ყველა გამარჯვებაზეა მომართული და წარმატების მისაღწევად მართლაც ყველაფერი გვაქვს.

ახლა კი კარგად ვთამაშობთ, თუმცა სკუდეტოზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია. წინა სეზონებში "იუვენტუსი" მეშვიდე პოზიციას დასჯერდა, ამიტომ ფხიზლად ყოფნა გვმართებს", - განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ 13 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაუმარცხებელი ტურინული გრანდი სერია A-ს ლიდერობს. "იუვეს" უახლოესი მდევარი "მილანი" სულ 2 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული