პრანდელი მესის ასახელებს

AutoSharing Option
როგორც იცით, წლის ბოლოს გამოვლინდება ოქროს ბურთის ახალი მფლობელი და სპეკულაციები ამ თემაზე აქედანვე დაიწყო.

სპეციალისტები თავის კანდიდატებს ასახელებენ და არჩევანს ასაბუთებენ კიდეც. იტალიელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ ვის ანიჭებს უპირატესობას ჩეზარე პრანდელი. აი რა განაცხადა "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა:

"სამ ფეხბურთელს გამოვყოფდი: კრისტიანო რონალდოს, ჩავის და ლიონელ მესის. ოქროს ბურთს სწორედ ერთ-ერთი მათგანი მოიპოვებს და ეს სრულიად ლოგიკური იქნება. რას ვიტყოდი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე? - დიდებული ფეხბურთელია, თავისი საქმის უბადლო მცოდნე, მაგრამ ამ ეტაპზე ის საუკეთესოობას არ იმსახურებს. ვიცი მისი განცხადება
იმის შესახებ, რომ თავს საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ ნება მომეცით, ამაში არ დავეთანხმო.

ოქროს ბურთის მისაღებად რაიმე საერთაშორისო ტურინირს მოგებაა საჭირო, სანაკრებო ან საკლუბო დონეზე. რომელ ფეხბურთელს მივანიჭებდი უპირატესობას? - მესის, არგენტინელი შეუდარებელია. რაც შეეხება იტალიელ ფეხბურთელებს, ჩვენ არ გვყავს მესის დონის ინდივიდუალისტები, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდით - მაგალითად, მარიო ბალოტელის თავისუფლად შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მთავარია არ იზარმაცოს და მუხლჩაუხრელად იშრომოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული