ტოტი მომავალს იმედით უყურებს

AutoSharing Option
"რომა" რომ კრიზისშია, ძველი ამბავია - დედაქალაქური კლუბი იტალიის ჩემიონატის უკანასკნელ ტურში "ფიორენტინასთან" შერცხვა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააწბილა.

მართალია, ლუის ენრიკე სრულიად ახალ გუნდს აკეთებს, ამას კი დრო სჭირდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ტიფოზები ამ სეზონშივე ითხოვენ. "ჯალოროსის" კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ ჟურნალისტებთან ფლორენციულ მარცხზე და სამომავლო გეგმებზე შემდეგი განაცხადა:

"რაც კვირას მოხდა, უნდა დავივიწყოთ და მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ. საშინლად არ მომწონს ის ამბავი, რომ სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-8 პოზიციაზე ვართ. ფეხბურთელები ლუის ენრიკეს ბოლომდე ვუჭერთ მხარს, ჩვენი სურვილია
კრიზისიდან ერთად გამოვიდეთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ჩვენ თამაშს ვიპოვით და ლიდერებს შორის დავბრუნდებით - მით უმეტეს, "ჯალოროსიში" მომავლის გუნდი კეთდება და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული