"რომას" 33 წლის მცველს გაბრიელ ჰაინცეს "ფიორენტინასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტისთვის არ დასჯიან. ჰაინცემ "იების" მცველ, ალესანდრო გამბერინის სახეში დაარტყა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საკონტროლო-დისციპლინარულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ჰაინცეს მოძრაობა უნებლიე იყო.
ასე რომ, არგენტინელი რომაელებს "იუვენტუსთან" უახლოეს შეხვედრაში დაეხმარება.