მირკო ვუჩინიჩი სამ კვირას იუქმებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი სამ კვირას გამოტოვებს.

ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა იტალიის ჩემპიონატში "ჩეზენასთან" (2:0) მატჩში მიიღო.

დღეს ჩერნოგორიის ნაკრების ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა დაადგინა.

გამომდინარე აქედან, ვუჩინიჩი იტალიის თასზე "ბოლონიასთან" შეხვედრასა და სერია A-ში "რომასთან" და "ნოვარასთან" მატჩებს გამოტოვებს.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული