მარჩელო ლიპიმ "ჯენოას" სათავეში ჩადგომაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, მარჩელო ლიპიმ ქართველი მცველის, კახა კალაძის გუნდის მწვრთნელობაზე უარი თქვა.

სერია A-ში მე-13-ე ადგილზე მყოფი გენუური კლუბის პრეზიდენტი, ენრიკო პრეციოზი 63 წლის მწვრთნელს გასულ კვირაში ორჯერ დაუკავშირდა, თუმცა ლიპიმ ორივე წინადადება უარყო.

ნოემბერში სპეციალისტმა, რომელმაც "იუვენტუსის" სათავეში სკუდეტო ხუთჯერ მოიგო და 2006 წელს იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, რომელიმე ქვეყნის ნაკრებში მუშაობის სურვილი გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული