სერია A-ში მე-13-ე ადგილზე მყოფი გენუური კლუბის პრეზიდენტი, ენრიკო პრეციოზი 63 წლის მწვრთნელს გასულ კვირაში ორჯერ დაუკავშირდა, თუმცა ლიპიმ ორივე წინადადება უარყო.
ნოემბერში სპეციალისტმა, რომელმაც "იუვენტუსის" სათავეში სკუდეტო ხუთჯერ მოიგო და 2006 წელს იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, რომელიმე ქვეყნის ნაკრებში მუშაობის სურვილი გამოთქვა.