მიშელ პლატინი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ აღიარეს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შევიდა.
მას იტალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელის ჯილდო ერგო.

პლატინი აპენინებზე 1982-დან 1987 წლამდე თამაშობდა და "იუვენტუსთან" ერთად ორი სკუდეტო და ერთი ქვეყნის თასი მოიგო. 1985 წელს ტურინელებთან თასების თასი და უეფას სუპერთასი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონთა თასს და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ გახდა და "ოქროს ბურთი" 1983, 1984 და 1985 წლებში სამჯერ მოიგო.

მსაჯობის საქმეში უეფას უფროსი ოფიცერი პერლუიჯი კოლინა საუკეთესო
იტალიელ რეფერიდ დასახელდა. სხვა ლაურეატები გახდნენ: რობერტო ბაჯო (საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი), მარჩელო ლიპი და არიგო საკი ( ერთად – საუკეთესო იტალიელი მწვრთნელები), ადრიანო გალიანი (საუკეთესო იტალიელი ადმინისტრატორ და ჯიჯი რივა (საუკეთესო იტალიელი ვეტერან). თითოეულმა ლაურეატმა მუზეუმს ის ექსპონატი გადასცა, რომელიც ხალხს მათ კარიერას შეახსენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული