აღნიშნული მატჩი შესაძლოა გუნდის ჰავბეკმა, ანტონიო ნოჩერინომ გამოტოვოს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში "ვიქტორიასთან" (2:2) შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მოედანზე ბოატენგის გამოსვლა, რომელსაც ზურგის ტკვილები აწუხებს. თუმცა მილანელთა რიგებში კარგი ამბავიც არის, გამოჯანმრთელდა მარკ ვან ბომელი, რომელიც უკვე მწყობრშია და გუნდის დახმარებას შეძლებს.