გატუზომ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა, თუმცა სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი, ჯენარო გატუზო ჯანმრთელობის პრობლემას ისევ განიცდის.

ამჯერად ფეხბურთელმა ცხვირი გაიტეხა. როგორც გაირკვა, გატუზომ ტრავმა გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო.

საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იტალიელს მომავალი მატჩების გამოტოვება არ მოუწევს. ახლო მომავალში გატუზოს მოედანზე დაბრუნება იგეგმება.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული