"რომა" სისინიოს ტრანსფერზე დააყენებს

AutoSharing Option
"რომას" ხელმძღვანელობა აპირებს გუნდის ბრაზილიელი მცველი სისინიო ტრანსფერზე დააყენოს.

რომაელები 32 წლის ფეხბურთელის გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ. იმ შემთხვევაში თუ სისინიოს გადაბირების მსურველები არ აღმოჩნდებიან, მაშინ "რომა" ფეხბურთელთან კონტრაქტს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე გაწყვეტს.

მიმდინარე სეზონში სისინიომ იტალიის ჩემპიონატის მხოლოდ ორ მატში ითამაშა, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება 2 მილიონ ევროს შეადგენს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული